„ალ ქაიდა“ ევროპაში ტერაქტებს გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდა“ ევროპაში ტერაქტებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.
გამოცემას ეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცნობეს. „ალ ქაიდას“ „ბოევიკები“ დიდ ბრიტანეთში შეტევებს „ისლამური სახელმწიფოს” შესუსტების ფონზე გეგმავს. ამჟამად „ალ ქაიდა“ ძალების აღდგენას ცდილობს, როს შემდეგ კონკრეტული ოპერაციების ჩატარებას გეგმავს.
როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, „ალ ქაიდა“ გაერთიანებული სამეფოს სტაბილურობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. მინისტრს მიაჩნია, რომ ეს დაჯგუფება „ბოლომდე განადგურებული არ ყოფილა“ და ლონდონი ტერორისტულ საფრთხეს საკმაოდ სერიოზულად აფასებს.
ასევე The Times-ის ინფორმაციით, „ალ ქაიდას’ ყოფილი ლიდერის უსამა ბენ ლადენის შვილი ხამზა ორგანიზაციაში სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს. ბოლო დროს მან რამდენიმე ვიდეომიმართვა ჩაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები