კახა კალაძემ 15 წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დღეს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ფაკულტეტის 15 წარჩინებული სტუდენტი სტიპენდიის სახით ყოველთვიურად “კალა ფონდიდან” 200 ლარს წელსაც მიიღებს. “როცა ერთი წლის წინ აქ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტეთ, რომ წარჩინებულ სტუდენტებს წავახალისებდით და დავუნიშნავდით სტიპენდიას. ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგის განვითარება სურს. ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ დარგს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სპეციალისტები ჰყავდა და ახალგაზრდების სახით გვინდა ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდეს. დიდი რესურსი აქვს ქვეყანას, რომ საქართველო ენერგეტიკული კუთხით მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული არ იყოს და ენერგოდამოუკიდებელი გახდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.