ინდოეთში 750 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები

ინდოეთის ქალაქ ტანეში პოლიციამ 750 ადამიანი დააკავა, რომლებიც სპეციალურად შექმნილი „ქოლცენტრის“ მეშვეობით აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ თაღლითურ ოპერაციებს ატარებდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, თაღლითებს აშშ-ის იმ მოქალაქეების სია ჰქონდათ, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ. ისინი ამ პირებს საგადასახადო დავალიანების შესახებ ატყობინებდნენ და მუქარით ფულს და საბანკო რეკვიზიტებს სძალავდნენ.
თაღლითური სქემით დამნაშავეებს დღეში 150 ათასი დოლარის შემოსავალი ჰქონდათ. ეს ყველაზე დიდი თაღლითური სქემაა ინდოეთის ისტორიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები