სამხრეთ კორეას ტაიფუნი თავს დაატყდა – არიან დაღუპულები

შვიდი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კორეაში, რომელსაც  ტაიფუნი „ჩაბა“ თავს დაატყდა. კიდევ 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დაღუპულთა შორის არის მეხანძრე, რომელიც ქალაქ ულსანში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა. მსხვერპლის ნაწილი ხეების წაქცევამ გამოიწვია, ნაწილი კი ნიაღვარმა წაიღო.
ყველაზე ძლიერად ქალაქები ბუსანი და ულსანი დაზარალდნენ. აქ მთლიანად შეწყდა ავია და სარკინიგზო მიმოსვლა. სტიქიამ გზებიც დააზიანა.
ულსანში სტიქიის გამო კონცერნ Hyundai-ის ერთ-ერთი ქარხანაა გაჩერებული. ამჟამად სპეციალისტები პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები