Samsung Galaxy Note 7-ს თვითმფრინავში ცეცხლი გაუჩნდა

Samsung Galaxy Note 7-ის ახალ ვერსიას, რომელიც მწარმოებელმა უსაფრთხოდ გამოცხადა, ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ავიაკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  თვითმფრინავის მგზავრებს, რომელსაც ლუისვილიდან კენტუკიში რეისი უნდა შეესრულებინა, ევაკუაცია დასჭირდათ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „სამსუნგმა“ სმარტფონის ახალი მოდელების გაყიდვა შეაჩერა, ხოლო 2,5 გაყიდული ტელეფონი უკან გაიწვია.
მოგვიანებით კომპანიამ სმარტფონების გაყიდვები განაახლა და განაცხადა, რომ პრობლემები მოგვარებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები