კენიაში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კენიის ქალაქ მანდერაში საცხოვრებელ კომპლექსზე „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად  ექვსი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაში „აშ-შაბაბის“ ტერორისტები არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მან „დროულად მიიღო ზომები“. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპული გაცილებით მეტი იქნებოდა. სამართალდამცველები დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმა სწორედ „აშ-შაბაბმა“ მოაწყო.
აშ-შაბაბი“ „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა. მისი ბაზა სომალიში მდებარეობს, თუმცა „ბოევიკები“ თავდასხმებს ხშირად მეზობელ ქვეყნებშიც აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები