ავღანეთი 15,2 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

ბრიუსელში გამართულ დონორი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულია გადაწყვეტილება ავღანეთისთვის 12,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. ეს თანხები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი.
კონფერენციაში 70 ქვეყნის და 20 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საერთაშორისო დახმარების სანაცვლოდ ავღანეთმა რეფორმები უნდა გააგრძელოს, კორუფციას შეებრძოლოს და ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა გააუმჯობესოს.
გარდა ამისა, ქაბული ავღანელი მიგრანტები უნდა მიიღოს, რომლებიც ევროპიდან უკან გააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები