თეა წულუკიანი: მიუხედავად გუშინდელი ინციდენტისა, 2016 წლის არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება

იუსტიციის სამინისტროში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მე-9 სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია განიხილეს.
იუსტიციის მინისტრი გუშინდელ ინციდენტსაც გამოეხმაურა და მას „სახელმწიფოსა და მსხვერპლთა წინააღმდეგ მიმართული დივერსია“ უწოდა.
„მიუხედავად ამ სამწუხარო ინციდენტისა, 2016 წლის არჩევნები სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები