ექსპერტები – ალეპოში ჰუმანიტარული კონვოი ავიადარტყმის შედეგად განადგურდა 

ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარული კონვოი ავიადარტყმით, და არა საარტილერიო ცეცხლით იყო განადგურებული. ამის შესახებ გაეროს ექსპერტმა ლარს ბრომლიმ განაცხადა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ჭურვების ჩამოვარდნის დროს გაჩენილი ორმოს სიდიდე პრაქტიკულად ზუსტად მიუთითებს, რომ იქ საავიაციო ჭურვები იყო გამოყენებული.
სირიის ხელისუფლება და რუსეთი უარყოფენ დასავლეთის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ ჰუმანიტარული კოლონა რუსულმა ავიაციამ ან ბაშარ ასადის საჰაერო ძალებმა დაბომბეს.
ჭურვების ტიპის დადგენა ძალზე მნიშვნელოვანია. სირიაში ავიაციას საერთაშორისო კოალიცია, რუსეთი და ბაშარ ასადი იყენებენ, ხოლო ამბოხუბულებს ავიაცია არა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები