ირაკლი სესიაშვილი: თუ ამდენი ადამიანია მათი მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს მათ შეძლონ ბარიერის გადალახვა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ეჭვობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბარიერი გადალახოს. მიზეზად დღევანდელ აქციაზე მხარდამჭერთა მცირე რაოდენობა დაასახელა. როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, აქციას დიდი ინტერესით აკვირდება.
„ინტერესით ვადევნებ თვალს ამ აქციას, იმდენად, რამდენადაც თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ისინი თავის ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ. თუ სულ ამდენი ადამიანია მათი მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს, მათ შეძლონ ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები