რუსეთის პატრიარქი დიდ ბრიტანეთში ჩასვლას და დედოფალთან შეხვედრას გეგმავს

რუსეთის პატრიარქი კირილე დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას გეგმავს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, დედოფალი ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლია.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ელისაბედ მეორისა და კირილეს შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობის განხილვა იგეგმება. „ამ რეგიონში ქრისტიანების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ტრაგიკული ხდება,“ – განუცხადა სააგენტოს მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ვიზიტის ფარგლებში, კირილე ლონდონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ასევე იგეგმება შეხვედრა ანგლიკანური ეკლესიის მთავარ სასულიერო პირთან – კენტერბერის არქიეპისკოპოს ჯასტინ უელბისთან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები