ბრიუსელში პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრეს – პროკურატურა ტერაქტს არ გამორიცხავს

პოლიციის ორი თანამშრომელი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაჭრეს. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ტერაქტი იყოს.
„Abc news“-ის ცნობით, ორივე პოლიციელს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. თავდამსხმელმა პოლიციის ერთ ოფიცერს ჭრილობა კისრის, მეორეს კი მუცლის არეში მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოგვიანებით პოლიცია თავდამსხმელს დაედევნა და ის ფეხში დაჭრა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბელგიაში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების შემდეგ ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა შენარჩუნებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები