თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის 55 წევრი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის 55 წევრი დააკავა. რეიდი თურქეთის 31 პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქში  ჩატარდა.
როგორც „ანადოლუსანანიმურმა წყარომ აცნობა, დაკავებულთა შორის თურქეთის დაზვერვის და სამხედრო მაღალჩინოსნები არიან.
საერთო ჯამში ბოლო ორი თვის განმავლობაში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირისთვის ათასობით ადამიანი დააკავეს.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 15 ივლისს მოხდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 241 ადამიანი ემსხვერპლა

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები