ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს. ეს გადაწყვეტილება სამხედროებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელის სამხრეთ ნაწილში ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტები ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
პალესტინელების ტერიტორიიდან ნასროლი ჭურვები ქალაქ სდეროტში აფეთქდა. საპასუხოდ ისრაელის არმიის ტანკებმა ეზედინ ალ-ქასამის დაჯგუფების ბლოკსაგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. ეს ქვედანაყოფი მოძრაობა „ჰამასის“ შემადგენლობაში შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები