იოჰანეს ჰანი: მივესალმები ამ დამსახურებულ პროგრესს

“მივესალმები ამ დამსახურებულ პროგრესს,” – ასე ეხმაურება, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროკავშირის საბჭოს თანხმობას, დაიწყოს მოლაპრაკებები ევროპარლამენტთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე.
“მივესალმები ამ დამსახურებულ პროგრესს”, – წერს იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელიც ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “კარგი ამბავია ევროკავშირის საბჭოდან. საბჭო მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა, რომ მალე მივანიჭოთ უვიზო რეჟიმი”, – წერს მარია გაბრიელი “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები