თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 18 „ბოევიკი“ გაანადგურა

თურქმა სამხედროებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 18 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეტაკების დროს ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროებმა 75 მიზანი გაანადგურეს,  მათ ჰაუბიცებიდან, ტანკებიდან და ზალპური სისტემის დანადგარებიდან 275 გასროლა განახორციელეს.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, 24 აგვისტოს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია, „ევფრატის ფარი“ დაიწყეს. რამდენიმე დღეში თურქმა სამხედროებმა და სირიის ოპოზიციამ ქალაქი ჯერაბლუსი აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები