დავით უსუფაშვილი: ფარული ჩანაწერები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ფარული ჩანაწერები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა“. როგორც დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაგეგმილ სხდომის შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, „ფარული ჩანაწერები“ ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ მოიცილა თავიდან. მისივე თქმით, ამ ჩანაწერებით სამართალდამცავი სისტემა მძიმე დღეშია ჩაყენებული.
„სამართალდამცავი სისტემა ძალიან მძიმე დღეშია ჩაყენებული.თუ ვის მიერ, ეს მალე გაირკვევა, ვინც ფარული ჩანაწერებით მართავს პროცესებს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასაც. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვხედავდეთ პოლიციას, პროკურორს, უშიშროების სამსახურებს, რომლებიც ვიღაც კრიმინალს გამოათრევენ საიდანღაც და წაუყენებენ ბრალს, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს სისტემა ვიღაცის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გაშიფრვით და მასზე რეაგირებით არის დაკავებული. ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მოქმედების დრო მოვა მართლაც, მაშინ შესაძლოა მათ არ აღმოაჩნდეთ ის ძალა და ავტორიტეტი, რაც სჭირდება ქვეყანას“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები