„ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურების მოლაპარაკება ორმხრივი სროლით დასრულდა – ერთი ადამიანი დაიღუპა

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურების მოლაპარაკება ორმხრივი სროლით დასრულდა. კონფლიქტი სხვადასხვა ეროვნების მეთაურებს შორის შეხვედრაზე მოხდა, რომელზეც მომავალი გეგმების, კერძოდ ტერორისტული შეტევების საკითხი განიხილებოდა. ამის შესახებ გამოცემა islam-today იუწყება.
სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.  ბოლო დროს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების შემცირების პარალელურად დაჯგუფების „ბოევიკებს“ და მეთაურებს შორის კონფლიქტებმა იმატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები