იანოჰ ჰერმანი: მსურს, ყველა პარტიასა და კამპანიის ყველა მონაწილეს სიმშვიდისკენ მოვუწოდო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოჰ ჰერმანი, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ ჩვენ ნებისმიერი სახის ძალადობას ვგმობთ!“
ჰერმანმა საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ჩვენ, პოლიტიკოსისა და პარლამენტის წევრის მანქანის აფეთქების შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. ნება მომეცით ვთქვა, რომ ნებისმიერი სახის ძალადობას ვგმობთ. მსურს, ყველა პარტიასა და კამპანიის ყველა მონაწილეს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრინციპების პატივისცემა, რომლებსაც ევროკავშირი აღიარებს. გვსურს, ვიხილოთ საარჩევნო კამპანია, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება და ქართველი ხალხის სურვილს პატივს სცემს. ვიმედოვნებ, რომ ამ დღეების განმავლობაში, არჩევნების პირველ რაუნდამდე სიმშვიდე შენარჩუნდება. ჩვენ ამ პროცესებს თვალს ყურადღებით მივადევნებთ და დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას, რომელიც არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ“, – განაცხადა იანოჰ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები