გიგლა ბარამიძე: პოლიტიკური ძალები, საქართველოში, ტრამალის ველურებივით იქცევიან

,,აფეთქება თუ ვინმეს ხელს არ აძლევს, ესაა დღევანდელი ხელისუფლება,“-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბარამიძემ „პირიმზესთან“ მომხდარ შემთხვევას სპექტაკლი უწოდა.
“სანტიმეტრებშია განსაზღვრული, რა უნდა დაზიანებულიყო და რა არ უნდა დაზიანებულიყო, ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელიც ყველაზე მეტად არ სჭირდება დღეს ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე არაა ძნელი სავარაუდო, თუ ვინ იყო ამის ინიციატორი, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წლების მანძილზე ხალხის დაშინებით და ხალხზე ძალადობით გამოირჩევა და ყველაზე საშინელება ისაა, რომ მათ ამ ახირებას უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. არ დამთავრდა ამ ქვეყანაში იარაღი, სროლა, არეულობა, ზოგიერთი პოლიტიკური ძალები ამ ქვეყანაში ტრამალის ველურებივით იქცევიან,“-განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები