რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს 59 ბინა აღმოაჩნდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველაზე მდიდარი დეპუტატი არხანგელსკის ოლქის წარმომადგენელი ანდრეი პალკინი გახდა. ის „ედინაია როსიას“ წევრია.   ამის შესახებ გამოცემა „რბკ“ იუწყება.
პალკინს არხანგელსკის ოლქში 56 ბინა აქვს, მოსკოვის ოლქში 3 ბინა, ასევე 200 სატრანსპორტო საშუალება, ძირითადად სამშენებლო ტექნიკა.  დეპუტატს რვა კომპანია აქვს, რომლებიც გზების და სახლების მშენებლობით არის დაკავებული.
პალკინის შემოსავალი წელიწადში 1,5 მილიარდ რუბლს (24 მლნ აშშ დოლარს) შეადგენს. თუმცა დეპუტატი აცხადებს, რომ მისი პირადი შემოსავალი ნაკლებია და ის 483 მლნ რუბლს (დაახლოებით 7,7 მილიონ დოლარს) შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები