აზერბაიჯანში დაქორწინების მსურველ 133 ადამიანს შიდსი აღმოაჩნდა

СПИД

აზერბაიჯანში დაქორწინების მსურველ 133 ადამიანს შიდსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში დაქორწინების ყველა მსურველს 2015 წლის 1 ივნისიდან სავალდებულო სამედიცინო შემოწმება უტარდება. ამ ხნის განმავლობაში შემოწმება 197 554-მა ადამიანმა ჩაიტარა.
შიდსის გარდა, 9 131 ადამიანს ტალასემიის ვირუსი, ხოლო 749-ს სიფილისი დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები