მიშელ ობამას შეურაცხყოფისთვის აშშ-ში პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს

აშშ-ს პირველი ლედის მიშელ ობამას წინააღმდეგ ფეისბუქზე გამოქვეყნებული რასისტული სტატუსის გამო ატლანტას შტატის ერთ-ერთი სკოლის თანაშრომელი სამსახურიდან გააათავისუფლეს.
Forsyth County Schools-ის ოფიციალური განცხადებით, ირკვევა, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებელ ჯენი ვუდ ალენს თანამდებობა მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც ამ უკანასკნელმა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა სოციალურ ქსელში “გორილად” მოიხსენია და ამერიკის სირცხვილი უწოდა.
„რასიზმისა და დისკრიმინაციის შეწყალება არ შეიძლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები