რუსეთში ორი ამერიკელი დიპლომატი მოწამლეს

რუსეთში ორი ამერიკელი დიპლომატი მოწამლეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ეხო მოსკვი“ რადიო “თავისუფლებაზე” დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, საქმეში შესაძლოა, რუსი სპეცსამსახურები ყოფილიყვნენ გარეულნი, რომელთაც ამერიკელი დიპლომატების დაშინება სურდათ.
​საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბოროტმოქმედების მსხვერპლი ორი რუსი ჩინოვნიკი – ქალი და კაცი გახდა. პეტერბურგში ისინი კორუფციის თემაზე გამართულ კონფერენციას უნდა დასწრებოდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება მათ სასტუმროში ცხოვრების პერიოდში საკვებში გაურიეს. უცნობია უცხოელების ვინაობა, მათი მოწამვლის კონკრეტული მიზეზი და ის ნივთიერება, რომლითაც ისინი მოწამლეს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები