დამასკოში რუსეთის საელჩოს ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს

სირიაში რუსეთის საელჩოს შენობას ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ერთ-ერთი ნაღმი საელჩოს ეზოში შენობის სიახლოვეს აფეთქდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობას მატერიალური ზარალი მიადგა“ – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სირიის სახელისუფლო ძალები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ჯობარის რაიონიდან გაიხსნა, რომელსაც ოპოზიციის ძალები აკონტროლებენ. რუსეთის საელჩო ნაღმმტყორცნებიდან ადრეც დაბომბილა. 2015 წლის მაისში აქ ასევე რამდენიმე ნაღმი აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები