თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გიულენი აშშ-დან გაქცევას გეგმავს

თურქი ისლამის მქადაგებელი ფეთჰულაჰ  გიულენი, რომელსაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, აშშ-დან გაქცევას გეგმავს, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა.
„აშშ-დან ექსტრადიციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, გიულენი გაქცევის გზებს ეძებს. ჩვენ დაზვერვის მონაცემები გვაქვს, რომლის მიხედვით გიულენის ორგანიზაციის წევრები მისთვის გასაქცევად ხელსაყრელ ქვეყანას არჩევენ“ – განუცხადა ბოზდაგმა სააგენტო „ანადოლუს“.
ცნობისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15-16 ივლისს მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაიჭრა. შეიარაღებული ამბოხების ორგანიზებაში ანკარამ აშშ-ში მცხოვრები გიულენი დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები