ალპებში რუსი ბეისჯამპერი დაიღუპა

რუსი ბეისჯამპერი რატმირ ნაგიმიანოვი ალპებში დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, რუს ექსტრემალს უინგსიუტით ფრენის დროს პარაშუტი არ გაეხსნა.
გამოცემა Midi Libre-ს ცნობით, ტრაგედია კურორტ შამონის სიახლოვეს მოხდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით ნაგიმიანოვი თავდაპირველად მიწაყრილს, ხოლო შემდეგ აუშენებელ სახლს შეეჯახა.
უინგსიუტი – სპეციალური საფრენი  კოსტიუმია, რომელიც ფორმით თვითმფრინავის ფრთას ჰგავს. ფრენის სიჩქარე ამ დროს 200 კმ’სთ-ს უდრის. დაფრენისთვის ბეისჯამპერები პარაშუტს იყენებენ.
Midi Libre-ს ინფორმაციით, მხოლოდ წელს უინგსიუტით ფრენის დროს 35 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები