ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა ქუნდუზზე კონტროლი აღადგინეს (ფოტოკოლაჟი)
ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ქუნდუზზე კონტროლი აღადგინეს. ორშაბათს ქალაქის ცენტრში „თალიბანის“ „ბოევიკები“ შეიჭრნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ამასთანავე, მოძრაობა „თალიბანი“ სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუნდუზში ჯერ კიდევ იმყოფებიან მისი მებრძოლები და ქალაქში ბრძოლა გრძელდება.
ქუნდუზის აღება ბოლო 15 წლის განმავლობაში თალიბების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამხედრო წარმატება იყო. მანამდე მათ ჰელმანდის და ურუზგანის პროვინციებში რამდენიმე დასახლებული პუნქტიც დაიკავეს.