რუსეთში Apple Pay ამოქმედდა

რუსეთში სერვისი Apple Pay ამოქმედდა. ამის შესახებ „სბერბანკი“ იუწყება.
ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს „სბერბანკის“ და Mastercard-ის ერთობლივი აქციაა, რომლის გამოყენებასაც ამ საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის საბანკო ბარათების მეპატრონეები შეძლებენ.
Apple Pay-ის მეშვეობით გადახდა კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების მაღალ დონეს შეესაბამება. მას Mastercard Digital Enablement Service-ის პლატფორმა უზრუნველყოფს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს –  EMV-ს, ტოკენიზაციას, კრიპტოგრაფიას და ბიომეტრიას იყენებს.
მაღაზიებში ამ სისტემით შესაძლებელია გადახდა  iPhone SE, iPhone 6-ის და უფრო ახალი მოდელებით, ასევე Apple Watch-ის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები