“Ericsson”-ი 3 900 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს

შვედეთის ტელესაკომუნიკაციო კომპანია “Ericsson”-მა 3 900 თანამშრომლის შემცირება დააანონსა. შემცირება ქალაქ ბუროსში და კუმპაში არსებულ საწარმოებს შეეხება. შემცირებაში გაყიდვების და წარმოების სპეციალისტები, ასევე ადმინისტრაციული და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით დაკავებული პირები მოყვნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„Ericsson“-ი ამჟამად დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. ეს ზომები საჭიროა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის კონკურენტუნარიანობა იყოს უზრუნველყოფილი როგორც ტექნოლოგიების, ასევე მომსახურების სფეროში“ – განაცხადა  “Ericsson”-ის გენერალურმა დირექტორმა იან ფრიკჰამარმა.
ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება “Ericcson”-მა 2014 წელს მიიღო.  ამჟამად კომპანიის საწარმოებში 16 ათასი ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები