შტორმი „მეთიუ“ ჰაიტის თავს დაატყდა – არის მსხვერპლი

შტორმი „მეთიუ“, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია ატლანტის ოკეანეში, თავს დაატყდა ჰაიტის კუნძულებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა ქალაქები და სოფლები დააზარალა. სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.
შტორმს მეტეოროლოგებმა სირთულის მეოთხე კატეგორია მიანიჭეეს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ძლიერ წვიმებს, შესაძლოა, წყალდიდობები მოჰყვეს ჰაიტიში, იამაიკასა და დომინიკელთა რესპუბლიკაში.
ჰაიტიში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა,  მოსახლების უმეტესობა ძველ სახლებში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი სტიქიის დარტყმას ვერ უძლებს.
გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კარვებში ცხოვრობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები