ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი დრანდის ციხიდან პატიმრების გაქცევაში მილიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს
ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის ციხიდან პატიმრების გაქცევის ფაქტზე მილიციის ცხრა თანამშრომელია დაკავებული. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა.
„აფხაზეთის ციხეებიდან მილიციის თანამშრომლების დახმარების გარეშე გაქცევა შეუძლებელია“ – განაცხადა კობახიამ. მისი თქმით, დაკავებულთა შორის მილიციის ერთი თანამშრომელია, რომლიც დანაშაულის თანამონაწილეა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად სასამართლოში დაკავებულთა საქმის გადაცემის საკითხი განიხილება.