რუსი ოკუპანტები ე.წ. სამხრეთ ოსეთში უახლეს შეიარაღებას მიიღებენ
რუსეთის საოკუპაციო ძალები ე.წ. სამხრეთ ოსეთში წლის ბოლომდე უახლეს შეიარაღებას მიიღებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში აცნობეს. საუბარია ავტომობილებზე, ჯავშანტექნიკაზე და სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებაზე.
საერთო ჯამში. ჩრდილოეთ კავკასიაში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 150 ერთეული უახლესი ტექნიკის გაგზავნა იგეგმება. უკვე მიღებულ ტექნიკას შორის არის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ასევე, ჰაუბიცები და „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომობილები.