თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან 13 ათასი პოლიციელი გაუშვა

თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან 13 ათასი პოლიციელი გაათავისუფლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ეს ადამიანები ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. მათ თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
ბოლო დროს ქვეყანაში ათასობით ადამიანი დააკავეს ან სამსახურიდან გაუშვეს. საერთო ჯამში, ეს პროცესი 100 ათას ადამიანს შეეხო. მათ შორის არიან მასწავლებლები, მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები. მასიური „წმენდა“ შეიარაღებულ ძალებშიც განხორციელდა.
თურქეთში დაიხურა ათასობით ორგანიზაცია, რომლებიც გიულენთან კავშირში არის ეჭვმიტანილი. მათ შორის სკოლები, საქველმოქმედო ფონდები, პროფკავშირები და სხვ.
ორშაბათს თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გააგრძელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები