სირიაში ქურთების ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა

სირიაში, ელ-ჰასაკას ოლქში ქურთების ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში აცნობეს.
ქურთები ელ-ჰასაკას რეგიონის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. თუმცა მისი ზოგიერთი ნაწილი ბაშარ ასადის ძალების კონტროლის ქვეშ არის.
ტერაქტის სხვა დეტალები უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები