მალიში გაეროს სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა მალიში, გაეროს სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის შედეგად. ამის შესხებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თავდასხმა სამშვიდობო ძალებზე ქალაქ აგუელხოკში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
თავდაპირველად სამშვიდობო ძალებს ყუმბარმტყორცნები დაუშინეს. შემდეგ გაეროს ბაზის სიახლოვეს ორი მანქანა თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა.
2012 წლიდან მალის ჩრდილოეთ ნაწილს ფაქტობრივად „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება აკონტროლებს. 2013 წლის იანვარში ქვეყანაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. მასში საფრანგეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები