ეგვიპტეში „ძმები მუსლიმანების“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ორგანიზაცია „ძმები მუსლიმანების“ ერთ-ერთი ლიდერი მუჰამედ კამალი ეგვიპტეში მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს.
სამართალდამცველების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამალი ეგვიპტის პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს. გარდა ამისა, შეიარაღებული შეტაკების დროს კიდევ ერთი პირი დაიღუპა
ეგვიპტის შსს-ს ცნობით, კამალიძმები-მუსლიმანების“ საბრძოლო ფრთას ხელმძღვანელობდა. მას ეგვიპტეში დაუსწრებლად ორი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ეგვიპტეში „ძმები მუსლიმანები“ აკრძალულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და ის აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები