სააკაშვილი ოპონენტებზე: ტაშის კვრით დამხვდებიან და დიდ კორიდორსაც გამიკეთებენ

ტაშის კვრით დამხვდებიან და დიდ კორიდორსაც გამიკეთებენ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტების მისამართით განაცხადა. სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, რომ აჭარაში ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი.
„სანდრაზე ახლოს მიმასწრებენ საზღვარზე. ტაშის კვრით დამხვდებიან და დიდ კორიდორსაც გამიკეთებენ. აჭარის რეგიონში ბევრი პროექტი მაქვს დაგეგმილი და განსახორციელებელი. იმედი მაქვს აჭარლების. უნდა გავაკეთოთ 100 საწარმო, აეროპორტი და ა.შ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები