ლინდსი ლოჰანმა თითის ნაწილი დაკარგა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა თურქეთში დასვენების დროს ხელი დაიზიანა და თითის ნაწილი დაკარგა. გამოცემა  TMZ-ის ცნობით, ლოჰანი იახტით სეირნობდა და ღუზის აწევის დროს წყალში ჩავარდა, ხოლო ჯაჭვმა მას თითი დაუზიანა.
მოჭრილი თითის ნაწილი იახტის გემბანზე აღმოაჩინეს. ლოჰანი სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მას თითი აღუდგინეს.
შეხვეული თითის ფოტოები ლოჰანმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა.
ლინდსი ლოჰანი მხატვრულ ფილმებში როლებს 11 წლიდან ასრულებს.

lindsay-lohan-ba7ce3b4-239e-4ca9-a525-43c8c25a5179

tj

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები