ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლის პირასაა”

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლის პირასაა. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე დღეშია.

“ნაციონალური მოძრაობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ის ცდილობს სხვადასხვა ხერხით აუმაღლოს მოტივაცია თავის აქტივს და ესეც ალბათ ამის ერთ-ერთი მექანიზმია. ეს ორგანიზაცია არის პრაქტიკულად დაშლის პირას. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაფორმდება ჩვენი ამომრჩევლის მიერ ამ ორგანიზაციის მარგინალიზაცია, კიდევ უფრო დიდი ტემპით გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში“ რღვევის პროცესი. არიან იქ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ გააგრძელონ საქმიანობა დანაშაულებრივ  პოლიტიკურ გაერთიანებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას 5 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები