ბერლუსკონი სასამართლოში არ გამოცხადდა – ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სასამართლოში არ გამოცხადდა – მას ნიუ-იორკში სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბერლუსკონი იტალიაში მოწმეების მოსყიდვაში, ასევე არასრულწლოვან მოცეკვავე გოგონასთან  კავშირშია ბრალდებული.
როგორც ბერლუსკონის ადვოკატები აცხადებენ, მან რამდენიმე წლის წინ გულზე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
სილვიო ბერლუსკონის სექტემბერში 80 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები