7 წლის სირიელი გოგონა: „შეაჩერეთ ჩვენი ხოცვა“

ტვიტერში სირიის ქალაქ ალეპოს მკვიდრის, 7 წლის ბანა ალაბედის ფოტოები გავრცელდა. ფოტოს აწერია – „დილა მშვიდობისა ალეპოდან! მე ამას ვწერ, რომ ომი დავივიწყო”. სირიის სიდიდით მეორე ქალაქი სამოქალაქო ომით შუაზეა გახლეჩილი. ქალაქის ნახევარს სამთავრობო ძალები, მეორე ნახევარს კი ოპოზიციური ქვედანაყოფები აკონტროლებენ. ქალაქში კვლავ რჩება ათიათასობით მშვიდობიანი პირი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ბანა ინგლისურად წერს, მას დედა ეხმარება, რომელიც ინგლისური ენის მასწავლებელია. ფოტოებზე გოგონა თავის ორ ძმასთან ერთად არის გადაღებული. ცნობისთვის, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, რუსული და ბაშარ ასადის ძალების ავიაცია რეგულარულად ბომბავენ. ბანა წერს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიღუპოს. როგორც „ბი-ბი-სის“ ბანა ალაბედის დედამ, ფატიმამ განუცხადა, ბავშვი ცდილობს მიიქციოს ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება იმ ტრაგედიის მიმართ, რომელიც ალეპოში ხდება. „შეაჩერეთ ჩვენი ხოცვა“, – წერს 7 წლის სირიელი გოგონა. ბოლო რამდენიმე დღეში ბანას აკაუნტს ტვიტერში, @alabedbana, ათასობით მომხმარებელი შეუერთდა.

_91493195_band_mohamed_noor

_91493197_bana_friend_house

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები