4 ოქტომბერს, ვეტერან მორაგბეთა მატჩში მონაწილეობას დავით სერგეენკო მიიღებს

4 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვეტერან მორაგბეთა მატჩი გაიმართება, რომელიც 2002 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების თარიღს ეძვნება, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე გავიდნენ.
2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 17:13 დაამარცხა, რითაც ისტორიული გამარჯვება და 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.
მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვეტერან მორაგბეთა მატჩში მონაწილეობას სხვა ვეტერან მორაგბეებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც მიიღებს, რომელიც ყოფილი მორაგბე და ეროვნული ნაკრების ექიმი იყო. მატჩში ასევე მონაწილეობას ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე და 2002 წელს ნაკრების კაპიტანი ლევან ცაბაძე მიიღებენ.
მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები