სირიის ქალაქ ჰამაში აფეთქებების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა
სირიის ქალაქ ჰამაში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჰამას ამჟამად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ამასთანავე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ ქალაქზე შეტევა ოპოზიციურმა ძალებმა დაიწყეს.
სირიაში ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალქო ომის დროს ჰამა პრაქტიკულად არ დაზარალებულა. ამჟამად ქალაქის შემოგარენში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ ქვედანაყოფებს შორის შეტაკებები დაიწყო.