პირველად ისტორიაში ესტონეთის პრეზიდენტად ქალი აირჩიეს

ესტონეთის პრეზიდენტად პირველად ისტორიაში ქალი, კერსტი კალიულაიდი აირჩიეს. ის ამჟამად ესტონეთის წარმომადგენელია ევროპის დამთვლელ კომისიაში. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ესტონეთის პრეზიდენტი დღეს ესტონეთის პარლამენტმა ირჩია. კალიულაიდი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ესტონეთი კონსტიტუციით საპარლამენტო რესპუბლიკაა. ამის გამო პრეზიდენტის უფლებამოსილება იქ ძალზე შეზღუდულია. ეს თანამდებობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

_91502761_p022046000301-449133

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები