„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ ბაღდადი მოწამლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი ერაყში მოწამლეს. ამის შესახებ  Iraqi Media News Agency იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ალ ბაღდადის საწამლავი საკვებში ჩაუდეს. „ალ-ბაღდადი და ისლამისტების კიდევ სამი მაღალჩინოსანი მოწამლეს“ – განუცხადა  Iraqi Media News Agency-ის ინფორმირებულმა წყარომ.
ინციდენტი ქალაქ მოსულთან, სირიის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. ალ-ბაღდადი ადგილსამყოფელს მუდმივად იცვლის და მისი მდებარეობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე პირმა იცის. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ავიადარტყმის შიში აქვს.
ამჟამად ისლამისტების ლიდერი საიდუმლო ადგილას იმყოფება და მოწამვლის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
წელს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი ავიადარტყმების შედეგად დაიჭრა და დაიღუპა. თუმცა მოგვიანებით ის არ გამართლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები