რამაზ საყვარელიძე – GFK-ს კვლევა პოლიტიკური დაკვეთაა

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ GFK-ს კვლევა პოლიტიკური დაკვეთაა და სხვა მოტივი, გარდა პოლიტიკისა, გამორიცხულია.
მისი თქმით, კვლევის შედეგები ერთ  მიზანს ისახავდა –  ეს ყოველივე საპროტესტო აქციისა და ფიზიკური წინააღმდეგობის საფუძველი გამხდარიყო.
“ჩანს, რომ პოლიტიკური დაკვეთაა და სხვა მოტივი გამორიცხულია. დასაფიქრებელი ისაა, რა მიზანს ისახავდა ეს ფაქტი. დაკვეთა ისახავდა მიზანს, რომ გამოცხადებული რეიტინგები გამხდარიყო საფუძველი საპროტესტო აქციისა და შეიძლება, უფრო მეტიც, ფიზიკური წინააღმდეგობის საფუძველი, ე.წ. ხმების დაცვის მოტივით და გათამაშებულიყო 2003 წლის სცენარი”, – განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციას, საყვარელიძე აცხადებს, რომ პარტიაში ბევრია ისეთი, ვისაც რევოლუციურ სცენარში მონაწილეობა არ სურს.
“გაუჭირდებათ ხალხის შეკრება. კვლევები გავლენას მოახდენს ძირითადად იმ ნაწილზე, რომელიც მერყევია. ვვარაუდობ, რომ თვითონ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ბევრია ისეთი, რომლებიც არ აპირებენ რევოლუციურ სცენარში ჩართვას. პიროვნებები, რომელთათვისაც მიუღებელია ეს სცენარი, ალბათ აგრეთვე გამოაკლდებიან იმ აქციებს, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” იქნება წამყვანი”, – განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და დღეს გაიხსნა, “ნაციონალურ მოძრაობას” 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები