ინდოეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი დააკავა

ინდოეთში პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი დააკავა, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ. კერძოდ, თავდასხმა ქალაქ დივალში, ფესტივალის დროს იგეგმებოდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ისლამური სახელმწიფო“ ბოლო დროს ინდოეთში საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს, ეს ქვეყანა მუსლიმანების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
ინდოეთის ეროვნულმა საგამოძიებო სააგენტომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაჯგუფებები აღმოაჩინა, რომლებიც სირიაში იმყოფებოდნენ, საიდანაც ინდოეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობა დაგეგმეს.
2016 წ;ს დასაწყისში კერალას რეგიონიდან 12 მამაკაცი, ექვსი ქალი და საქმეში ბავშვი დაიკარგა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ისინი სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ.
დაჯგუფების წევრთა დაკავების დროს მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები