ივანიშვილი გვარამიას აკრიტიკებს: ბევრმა მოსამართლემ თავი დააღწია მათ და ნახეთ, გვარამიას ლანძღვა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იმ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, “რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობენ, შეფასება გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილმა ნიკა გვარამია გააკრიტიკა.
“ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ, როგორ ესაუბრება გვარამია, ტელევიზიის დირექტორს, როგორ ესაუბრება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და ამისი შემდგომ, მათი დამოკიდებულება სასამართლოსადმი, მათი განცხადებები, ყველაფერი ფარსია. რა დღეში ჰყავდათ სასამართლო. დღეს ვისაც ესენი აგინებენ, აღარ ემორჩილებიან. მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათგან და სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ ახალი ხელისუფლება არ ერევა მათ საქმეებში – საქართველოს მთავრობა სასამართლოს საქმეებში არ ერევა. ბევრმა მოსამართლემ თავი დააღწია მათ და ნახეთ, გვარამიას ლანძღვა. ნახეთ, როგორ ესაუბრება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. მარტო გონორი დაიჭირეთ, შემდეგ ბურჭულაძე გაიხსენეთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი ვრცელდება.
აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, “რუსთავი 2“ – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები