ბიძინა ივანიშვილი: ძალადობის მხრივ, ეს ხელისუფლება ნამდვილად უნიათოა
როცა ამბობენ, რომ ეს მთავრობა „უნიათოა“, მათ ვეტყვი, რომ ეს მთავრობა უძლიერესია”, – ამის შესახებ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„როცა ამბობენ, რომ ეს მთავრობა „უნიათოა“, მათ ვეტყვი, რომ ეს მთავრობა უძლიერესია. ძალადობის მხრივ, ეს ხელისუფლება ნამდვილად უნიათოა. განვლილი პერიოდი ურთულესი იყო. ბიზნესგადაწყობას გარკვეული დრო სჭირდებოდა, მაგრამ ეკონომიკა უფრო მეტი ტემპით უნდა განვითარდეს. „ოცნებამ“ მოახერხა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში სტანდარტები არ დაარღვია, ყველა კანონი დაიცვა ამხელა ძალადობის მიუხედავად. ნახეთ, როგორი კულტურული საარჩევნო გარემოა, ევროპელებსაც კი შურთ. ამერიკის ელჩის განცხადება გაიხსენეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.